15:08 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 16:45:12, 1871 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე  პარლამენტის  თავმჯდომარის  მოადგილის ბიორნ სოდერის ხელმძღვანელობით, შვედეთის  პარლამენტის  დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს  ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და პერსპექტივები განიხილეს. კერძოდ, 24 ნოემბერს  დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში შვედეთის მიერ გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე:

„შვედეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენთვის, მხარდამჭერი ინტეგრაციულ პროცესებში, რეფორმების გატარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ესოდენ სერიოზული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. თქვენ იცით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინიციატორი  სწორედ შვედეთი იყო და გვინდა, განვიხილოთ, განსაკუთრებით სამიტამდე,  იმ საკითხთა ნუსხა, რომელიც განიხილება დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ასევე ორმხრივი  თანამშრომლობის თემები იქნება განხილული, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე“,-განუცხადა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics