|
2017-11-07 10:35:13, 2088 ნახვა
ეკონომიკა
Spotlight სტარტაპერისთვის
Spotlight წელს განახლებული ფორმატით გაიმართა და ის მთლიანად სტარტაპებსა და სტარტაპერების თემას დაეთმო. წლევანდელი spotlight-ის მეგობარი თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი" გახდა და მის მიზანს დამწყები ბიზნესების წახალისება და იდეებისა და ინფორმაციის გაცვლით სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ერთი დღის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში პარალელურად მიმდინარე პანელ დისკუსიებითა და დღის მეორე ნახევარში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა 15 წუთიანი ინსპირაციული გამოსვლებით, სტარტაპერებმა არაერთი სასარგებლო რჩევა მიიღეს და კონკრეტული მაგალითებით სპიკერების გამოცდილება გაიზიარეს. წლევანდელ Spotlight-ს 500-მდე სტუმარი დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობას 30 სპიკერი იღებდა სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის კერძო და სახელმწიფო სექტორიდან. სპიკერებს შორის იყვნენ: დათო გოგიჩაიშვილი, ლევან ბახია, გიორგი პოპიაშვილი, ლევან გიორგაძე, ქეთა ლომიძე, ვახო ვახტანგიშვილი, ანდრო დგებუაძე, შოთა ჩინჩალაძე, ალექსი ჩიქოვანი, თეკუნა გაჩეჩილაძე, მედეა ტაბატაძე... Spotlight Marketer.ge-ს ინიციატივით 2013 წლიდან იმართება და ის ყველაზე მასშტაბურ მარკეტინგულ ღონისძიებას წარმოადგენს რეგიონში.
(R)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)