|
2017-11-06 14:43:23, 2184 ნახვა
კომენტარი
გიორგი მიქაუტაძე: 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების გადაწყვეტილებაზე დღემდე არ არის ხელი მოწერილი, რაც კითხვებს აჩენს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, საბჭოს მოსამართლე წევრების კითხვები საფუძვლიანია. მისი განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე, რომლის თანახმადაც, 34 მოსამართლე უვადოდ გამწესდა, საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს, ხელი ამ დრომდე მოწერილი არ აქვს, რაც კითხვებს აჩენს: „მოსამართლე წევრმა მიმართა თავმჯდომარეს შეკითხვით, თუ როდის მოაწერდა, ან საერთოდ მოაწერს თუ არა ხელს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, 34 მოსამართლე უვადოდ გამწესდა საბჭოს გადაწყვეტილებით. დღემდე არ არის ხელი მოწერილი არც ერთ გადაწყვეტილებაზე, ბუნებრივია, ისმის შეკითხვები, მათ შორის მოსამართლეებისგანაც, ასევე იყო სხვა შეკითხვებიც სამუშაო ჯგუფის მოწვევის პროცედურებთან დაკავშირებით და რამდენიმე შეკითხვა დაისვა, რომ ერთპიროვნულად ხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც წესით კოლეგიურად უნდა მიიღოს ან საბჭომ, ან საბჭოს მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა“,-აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაური იყო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)