|
2017-11-04 11:24:29, 1873 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2018 წელს დევნილთა და მიგრანტთა 2 220 ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება
2018 წელს სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ახალი საცხოვრებელი კორპუსებში საცხოვრებელი ბინა დევნილთა 1230-მდე ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის 2018 წელს გამოყოფილია 96.0 მლნ ლარამდე, მათ შორის დევნილთა განსახლების ღონისძიებებისათვის 82 მლნ ლარი. "გარდა ამისა, საცხოვრებლით დაკმაყოფილდება ეკომიგრანტთა 120 ოჯახი, ხოლო საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფილი იქნება 20 ოჯახი. ასევე 60-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა ქართველი მენაშენეებისაგან შესყიდული ბინა, 630 ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი სახლი სოფლად, ხოლო 50 ოჯახი დაკმაყოფილდება გრძელვადიანი საცხოვრებლით. ბიუჯეტით 110 დევნილ ოჯახს 20 ათასი ლარის ფარგლებში იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით გაეწევა ფულადი დახმარება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, სულ 2018 წელს 2 220 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებლით.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)