|
2017-11-03 15:57:39, 1998 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: 2012 წლიდან უკიდურეს სიღარიბეს 500 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი
„2012 წლიდან ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად უკიდურეს სიღარიბეს 500 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. მისი თქმით, საკმაოდ პოზიტიური ტენდენციებისა და მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, მთავრობა კარგად ხედავს გამოწვევებს, რომელთა წინაშეა საქართველო და მისი მოსახლეობა. ქუმსიშვილის განცხადებით, სიღარიბე ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რადგან 700 ათასი ადამიანი კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. "ეს ნიშნავს რომ ყოველი მეხუთე საქართველოს მოქალაქე ღარიბია. მიუხედავად 3.2 პუნქტიანი შემცირებისა, და დამატებით შექმნილი 40 ათასი სამუშაო ადგილისა, ასევე მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც 11.8 პროცენტს შეადგენს და კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოს ეკონომიკისთვისშემოსავლების სტაბილური ზრდისა და ისეთი მაღალი სტანდარტების სოციალური პროგრამების მიუხედავად, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვა, ეს შემოსავალი მაინც ვერ უზრუნველყოფს ცხოვრების იმ დონეს, რა დონეზეც ჩვენი მოქალაქეები უნდა ცხოვრობდნენ. ჩვენ ვხედავთ ამ გამოწვევებს, ვიღებთ ამ გამოწვევებს და სწორედ ამიტომ ჩვენი პოლიტიკა არის აქტიური აღნიშნული გამოწვევების წინააღმდეგ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)