|
2017-11-03 15:16:58, 2228 ნახვა
კომენტარი
ოთარ კახიძე: რანაირად არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როცა უარესობისკენ მიდის საქმე
"ევროპული საქართველოს" წევრისთვის ოთარ კახიძისთვის გაუგებარია, როგორაა ლარიზაციის პროგრამა წარმატებული მაშინ, როცა ლარი პროგრამის ამოქმედებიდან კიდევ უფრო უფასურდება. ოთარ კახიძემ ამ შეკითხვით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მიმართა, რომელმაც დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა: "თქვენ აღნიშნეთ, რომ ლარიზაციის პროგრამა იყო წარმატებული და ეს უნდა გააგრძელოთ, მაშინ, როდესაც შარშან ამ დროს ლარის კურსი იყო 2.41, ახლა არის 2,62, ანუ წლის განმავლობაში ლარი კიდევ უფრო გაუფასურებულია. როცა გამოაცხადეთ ლარიზაციის პროგრამა 2.55 იყო ლარი და ახლა უფრო გაუფასურებულია. რანაირად არის წარმატებული, როცა უარესობისკენ მიდის საქმე? რისი ბრალია ლარის გაუფასურება, ქადაგიძის ბრალია, საგარეო ფაქტორების და შოკების ბრალია, მოსახლეობის არასწორი მოლოდინების ბრალია, თუ ლარი კი არ უფასურდება, დოლარი მყარდება და ყველაფერი კარგად მიდის, რომელია აქედან სწორი? მეორე, მაინტერესებს როდის დაიწყება შეუქცევადი ეკონომიკური აღმავლობა?",-მიმართა ოთარ კახიძემ დიმიტრი ქუმსიშვილს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)