|
2017-11-03 13:22:04, 2041 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა დააჩქარა
მთავრობის მიერ განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა დააჩქარა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკური ტენდენციების უფრო ხელსაყრელმა განვითარებამ მთავრობას საშუალება მისცა, 2017 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4 პროცენტიდან 4.7 პროცენტამდე გაეზარდა. „2017 წელი საქართველოსა და რეგიონში ეკონომიკის მკვეთრი გამოცოცხლებით დაიწყო. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისათვის 4 პროცენტს შეადგენდა, თუმცა საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელზე უფრო სწრაფი გაჯანსაღების შედეგად 2017 წლის პირველ კვარტალში, წინასწარი შეფასებით ეკონომიკურმა ზრდამ 9 თვეში 4.7 პროცენტი შეადგინა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამომწვევი მიზეზებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ „უცვლელი საგარეო ვითარების პირობებში, ფისკალური რეფორმის განხორციელების გარეშე, სხვადასხვა შეფასებით 3.1 პროცენტი იქნებოდა. თუმცა ჩვენს მიერ განხორცილებულმა ფისკალურმა რეფორმამ 0.9 პროცენტული პუნქტით დააჩქარა ეკონომიკური ზრდა, ხოლო პოზიტიურმა საგარეო სექტორმა ზრდაში კიდევ დამატებით 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა. შედეგად მოსალოდნელია 4.7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა“.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)