|
2017-11-02 18:30:34, 1982 ნახვა
ეკონომიკა
ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს ხვალ პარლამენტში დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგენს
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს, 3 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგენს.
გიორგი კაკაურიძემ ფინანსური და არაფინანსური აქტივების მაჩვენებლები და საშინაო და საგარეო ვალის მომსახურებაზე მიმართულ ფინანსურ ოდენობებზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება იმ სამინისტროების ასიგნებებზე გაამახვილა, რომელთა დაფინანსებაც წინა პროექტთან დაკავშირებით კიდევ უფრო იზრდება. კერძოდ საუბარია განათლების და მეცნიერების, გარემოს დაცვის და სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროებზე, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 3-3 მლნ. ლარი გამოეყოფათ. 14.5 მლნ. ლარით იზრდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხოლო სოფლის მეურნეობის უწყებას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის დამატებით 10 მლნ. ლარი გამოეყოფა. საკომიტეტო მოსმენების პერიოდში გამოთქმული შენიშვნების შესაბამისად დაფინანსება საგარეო საქმეთა სამინისტროს (4 მლნ. ლარი) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაც (1 მლნ. ლარი) გაიზრდება. ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის პრეზენტაციის შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. დეპუტატები პენსიის ზრდის საკითხით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსების, მინისტრების და მათი მოადგილეების სახელფასო პოლიტიკით და სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი პროგრამებით დაინტერესდნენ. ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ ძირითადი ფინანსური დოკუმენტი კვლავ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდება. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს წლის ბოლომდე წარუდგენს.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)