|
2017-11-02 13:35:46, 1789 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: წელს doing business-ის რეიტინგში საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს, რაც კი ოდესმე ჰქონია
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების (Doing Business) 2017 წლის რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლებს გამოეხმაურა. მან თითოეულ იმ საჯარო მოხელეს, რომელმაც საქართველოს წარმატებაში მიიღო მონაწილეობა, მადლობა გადაუხადა. მინისტრის თქმით, ბიზნესის დაწყების და ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით, წელს doing business-ის რეიტინგში საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს, რაც კი როდესმე ჰქონია. „ბიზნესის დაწყების სიმარტივით, ბიზნესის რეგისტრაციისა და თვითონ ბიზნეს რეესტრის ფუნქციონირების რეიტინგში ჩვენ, როგორც იცით, მე-8 დან მე-4 ადგილზე გადავედით და ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი მთელი ამ წლების განმავლობაში. ასევე ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა იმ რეფორმების წყალობით, რომელიც გატარდა მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, პარლამენტის ჩართულობით, აღსრულების პროცესმა და თქვენ ნახავთ, რომ წელს doing business-ის რეიტინგში გადახდისუუნარობის პროცესის მართვის კუთხით 106-დან 57-ე ადგილზე გადავედით. რეფორმები ამ მხრივ უნდა გაგრძელდეს. თვითონ აღსრულების პროცესის ხარისხით ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-7 ადგილზე, შარშან ვიყავით მე-16-ზე. მინდა, ორივე რეესტრს-ქონების რეგისტრაციის პროცესში ჩართულ რეესტრს საჯაროო რეესტრისა, ასევე ბიზნეს რეესტრს, მათ თანამშრომლებს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თითოეულ იუსტიციელს, პარლამენტარებს და მთავრობის წარმომადგენლებს ეს ძალიან დიდი შედეგი მივულოცო, ხოლო ბიზნესმენებს ვუსურვო წარმატებული საინვესტიციო და სხვა საქმიანობა ჩვენი ქვეყნის ფარგლებში“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)