|
2017-11-01 19:46:15, 3076 ნახვა
სამართალი
უკრაინაში მეგის ქარდავა დააკავეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში დააკავეს, - ამის შესახებ Frontnews.eu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქარდავა ივანო-ფრანკოვსკში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. უკრაინაში საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის განცხადებით, მან ქარდავას დაკავების შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო. „საკონსულოს მივეცი დავალება, რომ ინფორმაცია გადაამოწმონ", - განაცხადა დუმბაძემ. შეგახსენებთ, რომ მეგის ქარდავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2012 წელს, მთავრობის შეცვლის შემდეგ, ქარდავას წინააღმდეგ საქმე რამდენიმე მუხლით აღიძრა. ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, მეგის ქარდავა შუამავლის მეშვეობით რუსეთის ფედერაციაში, მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. „2012 წლის 21 მაისს, მოსკოვში ოთხკაციანმა ჯგუფმა აღნიშნული მკვლელობა გარკვეული თანხის სანაცვლოდ განახორციელა. ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში იქნა დაკავებული და იგი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. რომან დუმბაძე 2004 წლიდან სასჯელს იხდიდა საქართველოში სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. 2008 წლის 27 აგვისტოს იგი შეწყალებული იქნა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის განკარგულებით",-აცხადებენ სუს-ში. სასამართლომ მეგის ქარდავას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)