09:44 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 15:06:53, 1931 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: ბიძინა ივანიშვილს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტი 2014 წლის იანვრის შემდეგ არ ჰქონია. ამის შესახებ პრეზიდენტმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, არის თუ არა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს არაფორმალური მმართველი, რაზეც მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ეს კითხვა, მათ უნდა დაუსვან, ვინც ყოფილი პრემიერის გავლენის ქვეშაა.

ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს მის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ ჰქონია.

"მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი, ივანიშვილთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ჩვენ არ გვილაპარაკია 2014 წლის იანვრიდან. ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი პოლიტიკური ფასეულობებიდან გამომდინარე. იქიდან გამომდინარე, რომ მე ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, ჩემს გადაწყვეტილებებზე ბიძინა ივანიშვილს გავლენა არასდროს ჰქონია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics