|
2017-10-31 11:54:07, 2022 ნახვა
სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე, სომხეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს: „საგამოძიებო სამსახური საქართველოს ტერიტორიაზე მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის და ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შემოტანის ფაქტების გამოვლენის მიზნით, ინტენსიურ ღონისძიებებს ახორციელებს. აღნიშნულ ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული როგორც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, ასევე გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში საქართველოში მოქმედი უწყებათაშორისი დანაყოფი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში მოქმედი უწყებათაშორისი დანაყოფის მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის 2 ფაქტი გამოვლინდა და ბრალდებულის სახით სომხეთის 2 მოქალაქე იქნა დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებული საბაჟო-გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ გავლით, წარდგენილი დოკუმენტების თანახმად სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციაში დამუშავებული ქვის გადაზიდვას ახდენდა, თუმცა შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სატვირთო ავტომობილით დიდი ოდენობით - 48 100 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა ხდებოდა. მეორე შემთხვევაში, საკონტროლო-გამშვები პუნქტის „გუგუთის“ გავლით ბრალდებული, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ყვავილების ტრანზიტს ახორციელებდა. ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 65 450 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტის უკანონო გადაზიდვას. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება ჯამში 353 825 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)