04:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 17:43:50, 2305 ნახვა

მსოფლიო
კატალონიის პარლამენტი მადრიდის გადაწყვეტილებას ემორჩილება

კატალონიის რეგიონული პარლამენტი ოფიციალური მადრიდის გადაწყვეტილებას, პარლამენტის დათხოვნის შესახებ აღიარებს და არჩევნების ჩატარებამდე მუშაობას წყვეტს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისად, პარლამენტში ხვალ  დაგეგმილი პრეზიდიუმი არ ჩატარდება.

მადრიდში იმედოვნებენ, რომ ვადამდელი არჩევნები "სახელმწიფოს უზენაესობას აღადგენს".

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობის რეზოლუციის საპასუხოდ მადრიდმა რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას დაუჭირა მხარი. კატალონიაში ჩატარებული კენჭისყრიდან ერთ საათში ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და პარლამენტი დაითხოვა. გარდა ამისა, პრემიერმა კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, 893 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics