|
2015-05-04 10:55:33, 770 ნახვა
ეკონომიკა
კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებაც მოხდეს
ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებაც მოახდინოს. ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა. მისი თქმით, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სექტემბერში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ტარიფი გაიზრდება, მთავრობა გადაწყვეტს, მოხდება თუ არა ისევ სუბსიდირება. "კომპანიებმა შეიტანეს განაცხადი მარეგულირებელ კომისიაში. მარეგულირებელი კომისია არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო და ის ვალდებულია დათვალოს, შეუქმნა თუ არა რაიმე პრობლემა ლარის დევალვაციამ კომპანიებს. შესაბამისად, მას 10 სექტემბრამდე აქვს ვადა მოახდინოს ტარიფის გადათვლა. თუ იქნება ტარიფის მომატებაზე საუბარი, ეს ყველასთვის იქნება ცნობილი. მთავრობამ შემდეგ უნდა იმსჯელოს, ისევ სუბსიდირებას მოახდენს, თუ მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ტარიფის მომატება მოხდება", - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, თავად სუბსიდირების მომხრე არ არის. "მე ზოგადად სუბსიდირების მომხრე არ ვარ. ეს გარკვეულ ეტაპზე მიზანშეწონილი იყო, მაგრამ გრძელვადიან ეტაპზე ეს მძიმე იქნება ჩვენი ბიუჯეტისთვის და კომპანიებისთვის. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ქსელი იყოს ძალიან კარგ მდგომარეობაში, რადგან რეგიონებში ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები არსებობს. ერთი ამინდის ცვლილება, ქარის ამოვარდნა იწვევს ელექტროენერგიის გათიშვას. 10 წლიანი გეგმა გვაქვს შემუშავებული, თუ არა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით რომ საქართველოში ენერგეტიკული სისტემა სრულიად გამართული იყო", - აღნიშნა კალაძემ. რაც შეეეხება ბუნებრივი აირის ტარიფის სუბსიდირებას, კალაძის განცხადებით, ეს მხოლოდ მოსახლეობაზე ხდება და ბიუჯეტიდან ამისათვის წლიურად 15 მილიონი ლარია გამოყოფილი. ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებითვე, ტარიფებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირება არ ჰქონია. "არავისთან დაპირისპირება არ მაქვს. მე თუ ვინმესთან მაქვს დაპირისპირება, ეს ხდება ღიად. მე გუნდის წევრი არ ვიქნები, თუ ვინმეს ვუპირისპირდები. მე ჩემი კონკრეტული შეხედულებები მაქვს და ამაზე ღიად ვსაუბრობ", - აღნიშნა კალაძემ.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)