MeydanTv იუწყება. 

" />
02:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 11:39:11, 2412 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის უშიშროების სამსახური: ოპოზიციის მიტინგზე ტერაქტის მოწყობა იგეგმებოდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა რელიგიური ექსტრემისტების ჯგუფი გაანადგურა, რომლებიც ბაქოში, ოპოზიციის მიტინგზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ, -  ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც MeydanTv იუწყება. 

უწყებამ დაადგინა, რომ დაჯგუფება უცხოეთში მოქმედ ორგანიზაციას ექვემდებარებოდა. მას აზერბაიჯანის მოქალაქე ბახტიარ ალეკბეროვი ხელმძღვანელობდა. ამასთან, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაჯგუფების წევრებმა შეიძნეს კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასრროლი იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. 

„აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ბაქოში, მიტინგზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. 25 ოქტომბერს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - ბახტიარ ალეკბეროვი, ანარ მასიმლი, ჯავიდ ჰუსეინლი, რომლებმაც სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ადგილზე გაანადგურა“, - ნათქვამია სახელმწიფო უშიშროების სამსახური. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics