|
2017-10-25 21:22:52, 2017 ნახვა
კომენტარი
„ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი ბერკეტი ერთი პარტიის ხელშია, შეიძლება, დემოკრატიის შესახებ კითხვის ნიშნები გაჩნდეს“
„მმართველმა პარტიამ მოიგო კიდევ ერთხელ დიდი უმრავლესობით და ეს, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიისთვის არის მისალოცი, მაგრამ მისალოცია თუ არა ქართული დემოკრატიისთვის, ამაზე შეგვიძლია კიდევ ბევრი ვიმსჯელოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სახელისუფლებო ვერტიკალი და ბერკეტები ერთი პარტიის ხელშია, შეიძლება, დემოკრატიის სისრულის, მთლიანობის შესახებ კითხვის ნიშნები გაჩნდეს. „მე არ ვთვლი, რომ არჩევნებზე საზოგადოების ძირითადი ნების გამოვლენა იქნა შეცვლილი, მაგრამ თუ მცირე დეტალებს შევხედავთ და ვიტყვით, რომ ჩვენ ახლა უკვე გვაქვს ისეთი ოლქები და უბნები, სადაც ერთი ხმით, ათი ხმით იგებენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ჩვენ ვნახავთ, რამდენად უნდა გავუფრთხილდეთ თვითონ საარჩევნო პროცესს. რაც შეეხება მმართველ პარტიას, მმართველმა პარტიამ მოიგო კიდევ ერთხელ დიდი უმრავლესობით და ეს, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიისთვის არის მისალოცი, მაგრამ მისალოცია თუ არა ქართული დემოკრატიისთვის, ამაზე შეგვიძლია კიდევ ბევრი ვიმსჯელოთ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი სერიოზული კითხვის ნიშანი, რომელიც ჩვენს დემოკრატიასთან დაკავშირებით უკვე დაისვა და დამიჯერეთ, ამ კითხვის ნიშნის სულისკვეთება გაღრმავდება, მდგომარეობს იმაში - შეიძლება კი ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სახელისუფლებო ვერტიკალი და ბერკეტები ერთი პარტიის ხელშია, არ დავსვათ კითხვა დემოკრატიის სისრულის, მთლიანობის, ეფექტური დემოკრატიის შესახებ?! უბრალოდ, ბუნებაში ასე არ არსებობს. მე სულ მახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც, მანამდეც, მმართველი პარტიის ძირითადი პათეტიკა, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ აქ გავერთიანდით ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე შორსმჭვრეტელები, ყველაზე სინდისიერები და დანარჩენები არ არიან ასეთი კარგები და რა ვქნათ, ჩვენ ხომ არ შევქმნით ოპოზიციას? სამწუხაროდ „ოცნებაც“ ამ როლშია. ეს არ არის რეალობა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)