|
2017-10-25 17:43:07, 953 ნახვა
რეგიონი
მახინჯაურისა და ჩაქვის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება მიეწოდება
ჩაქვში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში 950 კბმ წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა დასრულდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეზერვუარის გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან და შპს „ბათუმის წყლის" ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. მათივე ინფორმაციით, რეზერვუარი ზღვის დონიდან 62 მეტრ სიმაღლეაზეა განთავსებული, რაც შემაღლებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 1200-მდე აბონენტის 24 საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. რეზერვუარი აღიჭურვა თანამედროვე წყლის თხევადი დაქლორვის აპარატებით, რომელიც წყლის სათანადო გაწმენდა-გაფილტვრას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში ზღვის დონიდან 50 მ-ზე მდებარე 2500 კბმ-იანი რეზერვუარის მშენებლობადასრულდა, რომელიც უკვე ექსპლუატაციაშია. აღნიშნული რეზერვუარი ჯამში 3400 კბმ წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს და ჩაქვის მოსახლეობას სრულად მოემსახურება. შედეგად, დაახლოებით 2 300 აბონენტი ახალ ქსელში ჩაერთვება და შეუფერხებელ წყალმომარაგებას მიიღებს. დაბა ჩაქვის მოსახლეობის ახალ წყალმომარგების სისტემაზე დაერთების სამუშაოების შესრულებას კომპანია „ბათუმის წყალი" უზრუნველყოფს. მოსახლეობას სრულიად უფასოდ დაუმონტაჟდებათ წყლის მრიცხველები. გეგმიური სამუშაოების დასრულების შემდეგ დაბა ჩაქვის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარგება ექნება. ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა 2016 წლის იანვარში დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა. ჩაქვში წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობისთვის, ჯამში, 545 ათასი ევრო დაიხარჯა. ახალი რეზერვუარების მშენებლობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-3 და მე-4 ფაზების ფარგებლში განხორციელდა. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ,,EU NIF'' ფონდიდან გამოყოფილი გრანტით -4 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსდა, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა (KfW) მოიპოვა. (NS)
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)