01:59 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 17:18:09, 2074 ნახვა

სამართალი
საბერძნეთში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შსს-სა და საბერძნეთის პოლიციის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს აქტიური ჩართულობით, საბერძნეთის პოლიციის ატიკის რეგიონალური მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოთხთვიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უძრავი ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, საქართველოს 5 მოქალაქე: ე.წ. კანონიერი ქურდი - 1986 წელს დაბადებული ო. დ., 1980 წელს დაბადებული გ. მ., 1975 წელს დაბადებული ზ. ხ., 1987 წელს დაბადებული გ. გ. და 1977 წელს დაბადებული ს. ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ო. დ., თავის ოჯახის წევრთან - ზ.ხ.-სთან და თანამზრახველებთან - გ.მ.-სთან, ს.ს.-სთან და გ.გ.-სთან ერთად, წინასწარ არჩევდა გასაქურდ ბინებს. ბრალდებულები მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ინფორმაციას აღნიშნული ბინების შესახებ, ქურდავდნენ მათ და მოპარული ნივთების რეალიზაციას ახდენდნენ. დადგენილია, რომ ბრალდებულებს საბერძნეთის რესპუბლიკაში სულ 35 ბინა აქვთ გაქურდული.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება უძრავი ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს (საბერძნეთის სსკ-ს 372-ე და 374-ე მუხლებით).

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics