|
2017-10-24 15:14:01, 2206 ნახვა
სამართალი
საია თიანეთის საარჩევნო ოლქის შედეგებს გაასაჩივრებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თიანეთის საარჩევნო ოლქის შედეგებს გაასაჩივრებს. როგორც საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, თიანეთში არჩევნების დღეს წარმართული პროცესები დიდ ეჭვს აჩენს, რომ კენჭისყრის შედეგები მიზანმიმართულად შეიცვალა. "ძალიან საეჭვოდ მოხდა 24 ბათილი ბიულეტენიდან ხუთის ნამდვილად ცნობა, რამაც გადაწყვიტა კიდეც არჩევნების ბედი. „ქართული ოცნების“ საჩივარი, რომლის საფუძველზეც მოხდა ბიულეტენების გადათვლა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების ნამდვილად ცნობა, დაიწერა წესის დარღვევით და დაუსაბუთებელი იყო. ამიტომ მისი დაკმაყოფილება, ძალიან უცნაურია. ასევე სტანდარტების დარღვევით წარიმართა ოლქში განხილვა და სწორედ ამ განხილვის შემდეგ შეიცვალა შედეგები. სრულიად გაუგონარი და მიუღებელი ფაქტია ისიც, რომ ეს პროცესი წარიმართა პოლიციით გარშემორტყმულ შენობაში, სადაც საოლქო კომისიის წევრსაც კი არ უშვებდნენ. ყველა წესისა და სტანდარტის დარღვევით, დახურულად, გაუმჭვირვალედ მოხდა ბიულეტენების „მკვდრეთით აღდგომა“ - ასე ვიტყოდი და სწორედ ამას ვასაჩივრებთ ჩვენ სასამართლოში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)