|
2017-10-24 12:58:50, 2066 ნახვა
ეკონომიკა
Schroders-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის გაზრდას გეგმავს
მსხვილი ბრიტანული კომპანია Schroders Investment Management-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს, - პოტენციურ საინვესტიციო სფეროებზე კომპანიის მენეჯერებმა ინვესტიციების მიმართულებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას და სივრცითი მოწყობის მიმართულების ფარგლებში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ რეგიონული მნიშვნელობა ენიჭება. პრემიერმა აღნიშნა, რომ მხოლოდ 2017 წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2018 წელს, 2016 წლის ბაზასთან შედარებით, პროექტების ჯამური მოცულობა 90%-ით გაიზრდება. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, ექსპორტის ზრდის ტენდენციასა და პოტენციალზე, რომელსაც ინვესტორებს საქართველოს მიერ მეზობელ ქვეყნებთან, ევროკავშირსა და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები სთავაზობს. პრემიერ-მინისტრი ინვესტორებს ესაუბრა დამწყები ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებზე, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე. შეხვედრაში Global Emerging Markets investments-ის ხელმძღვანელი როლო როსკოუ, - Frontier Markets and Middle East investments- ის ხელმძღვანელი რამი სიდანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მონაწილეობდნენ. Schroders Investment Management-ის ამ დრომდე საქართველოში განხორციელებული აქვს 200 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის ინვესტიცია.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)