|
2017-10-22 16:41:33, 1991 ნახვა
კომენტარი
ეუთოს მისია: კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა, თუმცა ზოგიერთ უბანზე ხმების დათვლა უარყოფითად შეფასდა
OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია გუშინდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ძირითად დასკვნას აქვეყნებს. როგორც სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კარენ იონკერმა აღნიშნა, საარჩევნო სუბიექტებს თავისუფლად შეეძლოთ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. „ასევე დაფიქსირდა უწესრიგობები და სირთულეები შემაჯამებელი ოქმების შედგენასთან დაკავშირებით. ამ ძირითად დასკვნებს შორის შედის როგორც დადებითი ელემენტები, ასევე ის სფეროები, სადაც შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს. ცესკო და საარჩევნო კომისიის უწყებები საქმიანობას, დროულად, ეფექტურად და პროფესიონალურად ახორციელებდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ზოგადად დაკავშირებული მხარეების ნდობით სარგებლობს, თუმცა ზოგიერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობა ეჭვის ქვეშ დააყენა. განსაკუთრებით იმის მიმართ თუ როგორ იქნენ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. ვახსენე რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტი, მაგრამ ზოგადად ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო და საარჩევნო სუბიექტებს შეეძლოთ თავისუფლად მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ასევე აღნიშნული იყო ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენება. მასმედიის თავისუფლებაც მნიშვნელოვნად იყო გაუმჯობესებული. ჩვენმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ მედია ძირითად ყურადღებას აქცევს მთავარ საარჩვენო სუბიექტებს და შესაძლებლობას უქმნიდა მათ, რომ თავიანთი გზავნილები დებატებისა და თოქშოუების მეშვეობით გადმოეცათ“,-აღნიშნა იონკერმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)