10:58 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 22:33:28, 1976 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი: საარჩევნო უბნებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრების გამოძევება დაიწყო

 „ნაციონალური მოძრაობის“  ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებიდან მასიურად დაიწყო  პარტიის კომისიის წევრების გამოძევება.

როგორც ბეჟაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ და ცესკოს  საარჩევნო ადმინისტრაციას    დავალება აქვს  მიღებული, რომ ის შედეგები მიიღოს, რომელიც ეგზიტპოლის სახით  გამოქვეყნდა.

„გვინდა მოგაწოდოთ საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ მიმდინარე დარღვევებთან  დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია. თქვენ იცით, რომ ეგზიტპოლის შედეგების მიუხედავად მთავარი ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის  წევრებისათვის არის არა ეგზიტპოლის შეგედების, არამედ უბანში არსებული შედეგების დაცვა.

პირველადი ინფორმაციის შესაბამისად მასიურად დაიწყო საუბნო საარჩევნო კომისიებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრების დამკვირვებლების გამოძევება ნებისმიერი საბაბით, ნებისმიერი მიზეზით, რომ ადამიანებმა ვინც შეიძლება მიიღონ ხმების შეჯამების დროს ობიექტურ პროცედურებში ყველა ამ ადამიანის გამოძევება ხდება საარჩევნო უბნებიდან.

კერძოდ, მთაწმინდის მეოთხე უბნიდან გამოაძევეს დამკვირვებელი მანანა ბობოხიძე, საბურთალოზე, ნომერ 73-ე უბნიდან გამოაძევეს რუსუდან პაპიაშვილი, ისნის ნომერ 38-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში უცხო ქვეყანაში მყოფი პირის პასპორტით მიაცემინეს ხმა, რასაც მოჰყვა დამკვირვებლის დაწერილი საჩივარი და ამ საჩივრის გამო გამოაძევეს ჩვენი დამკვირვებელი. ის ამ წუთამდე არ არის აღდგენილი კომისიაში. ფოთის 31-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში ნაციონალური მოძრაობის საჩივარი დახია თავმჯდომარემ. მთაწმინდის 36-ე უბანზე ასევე 8 საათის შემდეგ პროცესი შეჩერებულია და ელოდებიან საოლქო საარჩევნო კომისიიდან მითითებას. შეგახსენებთ, რომ ამ პროცესის შეჩერება ხდება იმიტომ რომ მაქსიმალურად დაელოდონ სხვა უბნის შედეგებს. მარტვილის 21-ე უბნიდან გამოაძევეს დამკვირვებელი ნოდარ წოწორია. ყველა ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ და ცესკოს  საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს  დავალება მიღებული, რომ მიიღოს ის შედეგები, რომელიც ეგზიტპოლის სახით  გამოქვეყნდა“,-განაცხადა ბეჟაშვილმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics