10:57 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 20:02:21, 1737 ნახვა

პოლიტიკა
მელია: მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, გავერთიანდეთ და ერთად დავიცვათ ხმები

„ძალიან მალე იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მაშინ როდესაც ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ხმები მილიონერი ივანიშვილის მხრიდან“,-ამის შესახებ  ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნიკა მელიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 როგორც მელიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ წარმოუდგენელი მასშტაბის ე.წ. კარუსელი დაატრიალა.

„ხელისუფლებამ, რომელმაც  წარმოუდგენელი მასშტაბის „კარუსელის“ დემონსტრირება მოახდინა დღის განმავლობაში.  წარმოუდგენელი მასშტაბის შანტაჟი, მუქარა, მოსყიდვა იყო. ეს იხილა საზოგადოებამ.  პირდაპირ ძალდატანებით გამოჰყავდათ ამომრჩევლები და პირდაპირ საარჩევნო უბნებზე უხდიდნენ ფულს, აფრიალებდნენ ივანიშვილის მიერ გამოყოფილ ფულს. მიუხედავად ამისა, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საარჩევნო მარათონი პირველ ტურში დაამთავროს.ამიტომ მე მინდა მივმართო  მინდა  ყველა ოპოზიციურ პარტიას,  ყველა ოპოზიციური პარტიის  დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს, წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე. ნახევარ საათში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება, ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავიცვათ ხმები.  წარმოუდგენელია ამ ქალაქში,  თბილისში, კახი კალაძემ, „ქართულმა ოცნებამ“  გამარჯვებას მიაღწიოს პირველ ტურში, მიუხედავად იმისა, რა  თუ მასშტაბის ფალსიფიკაციას და გაყალბებას ჰქონდა ადგილი. ჩვენზე არის ახლა დამოკიდებული ძალიან ბევრი. ამ ქვეყანაში სტაბილიზაციის პროცესის შენარჩუნება არის ყველა ოპოზიციურ პარტიაზე დამოკიდებული. ამიტომ აქ საკითხი არ დგას შემდეგნაირად, ვინ მოიგებს და ვინ დამარცხდება. აქ საკითხი დგას რამდენად დაისადგურებს ქვეყანაში სიმშვიდე. არავინ შეეგუება თვალში ნაცრის შეყრას, არ შეეგუება ფალსიფიკაციას და გაყალბებას“, - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics