12:07 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 09:52:40, 1886 ნახვა

საზოგადოება
ალეკო ელისაშვილის წარმომადგენელის ინფორმაციით, 10-ზე მეტ უბანზე ამომრჩევლების იძულებით მიყვანის ფაქტი დაფიქსირდა

ცესკოში თბილისის მერობის კანდიდატ ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის ინფორმაციით, 10-ზე მეტ უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორების  მიერ, წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით  ხდება ხალხის იძულებით მიყვანა.

ივანე ნორაკიძის თქმით, ისინი ამომრჩეველს აიძულებენ, ხმა მათთვის სასურველ კანდიდატს მისცენ.

„ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან დილიდან ძალიან ბევრ უბანში დაფიქსირდა ამომრჩევლების იძულებით უბნებზე მიყვანის ფაქტი, „ქართული  ოცნების“ კოორდინატორები დგანან სიებით ხელში და იწერენ ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ სიაში ჰყავთ შეყვანილი და აიძულებენ, რომ ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს. ეს ფაქტი არის სერიოზული დარღვევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას, როგორც ცესკოს მხრიდან, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან“,-აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ივანე ნორაკიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics