|
2017-10-20 21:48:14, 2406 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილმა ჰამბურგში საქართველო- გერმანიის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში საქართველო- გერმანიის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელშიც გერმანული და ქართული კომპანიების 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ფორუმი ჰამბურგის სავაჭრო პალატის აღმოსავლეთ ევროპის კომიტეტის თავმჯდომარემ მირკო ნოვაკმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა, ჰამბურგის ადგილობრივი თვითმართველობის სახელმწიფო მდივანმა ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ინოვაციების საკითხებში ანდრეას რიეკოფმა და „პროკრედიტ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ქრისტოფ ფრეიტაგმა გახსნეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების გაცნობის, გერმანელი ინვესტორების დაინტერესების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ქართულ-გერმანული ბიზნესსექტორების დაახლოების კუთხით. ფორუმის მონაწილეებმა ვაჭრობის, ინვესტიციების, ფინანსური სექტორის, ენერგეტიკის, ლოჯისტიკისა და სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. ფორუმის დამთავრების შემდეგ კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰამბურგის სავაჭრო პალატის გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნეს ასოციაციისა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. ქართულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა. ფორუმის ფარგლებში საქართველოს ბიზნესასოციაციასა და გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)