|
2017-10-20 17:10:36, 1734 ნახვა
ეკონომიკა
Welcome to Georgia! - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია წელს მესამედ გაიმართება
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია წელს მესამედ, რუსთაველის თეატრში, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება და ტრადიციულად, 20 განსხვავებულ ნომინაციაში გამოავლენს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის წლის საუკეთესო კომპანიებს. „საქართველოს ბანკი“ მეორე წელია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალური პარტნიორია. თანამშრომლობის მთავარი მიზანი ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის მოტივირება იყო, რისთვისაც შეიქმნა ნომინაცია - „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“. 2016 წელს ტურიზმის ინდუსტრიის მცირე და საშუალო სეგმენტში ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის სტატუსი სასტუმრო „კონტინეტ კრონ პალას თბილის“-მა მიიღო. წელს კი ამ ჯილდოს მოსაპოვებლად 20 ნომინანტია რეგისტრირებულია, ტურიზმისა და მასპინძლობის სხვადასხვა სექტორიდან; როგორც გამოცდილი და ყველასთვის კარგად ცნობილი კომპანიები, ასევე სტარტაპები და ახალი კრეატიული პროექტები. გარდა ზემოთ აღნიშნული ნომინაციისა, 2017 წლის დაჯილდოებისთვის, ბიზნესში ქალების როლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ბანკმა შეიმუშავა კიდევ ერთი განსაკუთრებული ნომინაცია სპეციალურად ქალბატონებისთვის, რომლის მიზანიც ამ დარგში მომუშავე ქალების მოტივირება, მათი წარმატებული საქმიანობის აღიარება, დაფასება და წახალისებაა. ნომინაციამ „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“ დიდი ინტერესი გამოიწვია ქალბატონების მხრიდან, და ვინ მოიპოვებს ტურიზმის ინდუსტრიაში 2017 წლის საუკეთესო ქალი მეწარმის ჯილდოს 24 წარმატებულ ქალბატონს შორის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, დეკემბერში გახდება ცნობილი. 2017 წლის ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტში სულ მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის 270 წარმომადგენელი, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურ ოპერატორები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები, კაფეები, ღვინის კომპანიები, მოგზაური ფოტოგრაფები და სხვები... თითოეული მათგანი ინდივიდუალურად შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა და პროფესიონალურმა ჟიურიმ. ამ ეტაპზე კი დაჯილდობის დამოუკიდებელი აუდიტორი ბიდიო საქართველო ახდენს ჟიურის შეფასების დათვლას თითოეული ნომინანტისთვის, რის შედეგადაც გამოავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში. Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია 2015 წლიდან ტარდება საქარველოში და იგი საუკეთესო საშუალებაა ერთად შეიკრიბოს სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, რათა ერთად აღნიშნონ ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომუშავე კომპანიების ღირსეული წარმატება. პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მხარდამჭერები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და თბილისის მერია.
(R)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)