01:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 15:28:13, 2440 ნახვა

მსოფლიო
იტალიის 2 რეგიონში ავტონომიის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება

იტალიის ორ ყველაზე მდიდარ რეგიონში, ლომბარდიასა და ვენეტოში 22 ოქტომბერს ავტონომიის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, - ამის შესახებ Guardian იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ორივე რეგიონის მოსახლეობა, რეფერენდუმის მეშვეობით დააფიქსირებს საკუთარ აზრს, სურს თუ არა ოფიციალური რომისგან გაზრდილი ავტონომიური უფლებების მიღება.

მედიის ცნობით, რეფერენდუმის ჩატარება არ ნიშნავს დამოუკიდებლობის მოთხოვნას, რადგან ორივე რეგიონს სხვადასხვა საკითხებში მეტი ავტონომიის მოპოვება სურს.

რეგიონების ადმინისტრაციებში აცხადებენ, რომ ავტონომიის მოპოვების შემდეგ საკუთარი ფინანსების უფრო კარგ მართვას შეძლებენ.

როგორც გამოცემა წერს, იტალიაში საარჩევნო უბნები 22 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნება და საღამოს 11:00 საათზე დაიხურება.

ცნობისთვის, გუშინ შესაბამისი ინიციატივით იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონიც გამოვიდა. თუმცა ბერლუსკონის თქმით, რეფერენდუმი ყველა რეგიონში უნდა ჩატარდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics