|
2017-10-20 13:10:36, 1972 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ყიზილაჯლოს ინციდენტზე: ამ ეტაპზე რაიმე პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსია გამოკვეთილი არ არის
„როგორც ჩემთვის ცნობილია რაიმე პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსიები გამოკვეთილი არ არის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განუცხადა. თუმცა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. "ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი კონკრეტული პოზიცია გამოხატოს ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას, იმისთვის, რომ ამას არ მიეცეს რაიმე დამატებითი ელფერი არ შეფასდეს ისე, რომ მოახერხოს ვინმემ დამატებითი ინსინუაციები, არ მოახერხოს პოლიტიკური სპეკულაციები. ამ დროისთვის, როგორც ჩემთვის ცნობილია რაიმე პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსიები გამოკვეთილი არ არის, თუმცა გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე და ამიტომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა ფაქტი არის ძალიან ცუდი, მაგრამ წინასწარ ყველამ უნდა შეიკავოს თავი, შეფასებებისგან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)