18:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 10:52:05, 1948 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი ყიზილაჯლოს ინციდენტზე: ამ შემთხვევას პოლიტიკური სარჩული არ უნდა დაედოს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, გამოძიების დასრულებამდე ყველამ თავი უნდა შეიკავოს ვერსიებზე საუბრისგან.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ეტაპზე რაიმე ტიპის ვერსიებზე საუბარი, რადგან მიმდინარეობს გამოძიება, ვერავითარი პოლიტიზირება ამ საკითხისა ვერ მოხდება მარტო იქიდან გამომდინარე, რომ სტატუსი ჰქონდა და აქვს ერთ-ერთ დაჭრილ პირს კანდიდატისა,ჩვენ ვფიქრობთ, ამ თემის არჩევენებთან და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics