|
2017-10-19 16:19:10, 1945 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრომ ამერიკის სავაჭრო-საინვესტიციო მისიას უმასპინძლა
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს სანიმუშო პოლიტიკური ურთიერთობები და უკვე დროა, რომ უფრო მეტად ვიფიქროთ ეკონომიკურ ნაწილზე, განსაკუთრებით ვაჭრობაზე“-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ს სავაჭრო და საინვესტიციო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა. ,,ფუნიკულიორში“ გამართულ შეხვედრას მინისტრთან და მის მოადგილეებთან ერთად აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე აშშ- ს კომერციის დეპარტამენტისა და უცხოური საინვესტიციო კორპორაციების დაახლოებით 30 წარმომადგენელი დაესწრო. იან კელის განცხადებით, ამ სავაჭრო მისიაში წარმოდგენილია 12 მსხვილი კომპანია, რომელიც შეისწავლის ინვესტიციის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით. ,,სავაჭრო მისია არის ჩვენი მცდელობის და ძალისხმევის ნაწილი, რომ მოხდეს ზოგადად, ინფორმაციის გავრცელება, ცნობიერების ამაღლება საქართველოს ბაზრის მიმართ - თუ როგორი კარგი საინვესტიციო გარემოა საქართველოში და როგორი მარტივია ბიზნესის კეთება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ამ მიმართულებებით საკმაოდ მაღალი რეიტინგები აქვს”, - აღნიშნა იან კელიმ. აშშ -ს სავაჭრო მისია საქართველოში ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტისა და სქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით იმართება. აშშ-ს სავაჭრო მისიის ფარგლებში სამშენებლო, ლოგისტიკის, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე კომპანიები ბიზნესშეხვედრებს ხვალ გამართავენ საქართველოში ვაჭრობის გაძლიერების და სამომავლო ინვესტირების მიზნით. ამერიკის სავაჭრო მისიაში მონაწილე კომპანიები არიან: Acrow Bridge, Baron Weather, Bechtel, Budget, Coca-Cola, Lockheed Martin, Miyamoto International, MWH, Nova Power, Obie Technologies, The Greenbrier, და VISA.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)