|
2017-10-19 13:43:52, 1763 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: წელს ღვინის საექსპორტო მაჩვენებლები, დამოუკიდებლობის შემდეგ რეკორდული იქნება
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელიც კერძო სექტორთან იყო შეჯერებული, ქართული ღვინო დღეს ძალიან წარმატებულია. როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ახალი მნიშვნელოვანი მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატებია. ამასთან, დავითაშვილის ინფორმაციით, წელს საექსპორტო მაჩვენებლები დამოუკიდებლობის შემდეგ რეკორდული იქნება. "2013 წლიდან დღემდე, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად შევძელით, რომ ქართული ღვინო არის უფრო პოპულარული. ასევე, გავაძლიერეთ საბრენდერო პოლიტიკაც. ქართული ბრენდის წარმოება დღითიდღე უფრო წარმატებული ხდება, მისი რეპუტაციაც და ხარისხიც იზრდება. გვექნება კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოება და ამის ყველა წინა პირობა შეიქმნა. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ღვინის მოხმარების დონე აბსოლუტურად შეიცვალა, შეიცვალა დამოკიდებულება ახალგაზრდებში ღვინის მიმართ, ასევე ვხედავთ, რომ მრავალფეროვნებაა გაზრდილი, უამრავი ფესტივალი, ღონისძიება იმართება ცნობადობის გასაზრდელად და ყველაფერი ამ სექტორის პოპულარიზაციას ემსახურება. თუ ადრე, 2012 წელს გვყავდა 20-25 ინდუსტრიული მწარმოებელი, დღეს 200-ზე მეტი ექსპორტიორი კომპანია და 100-ზე მეტი საწარმოა. უამრავია ქართული ღვინის ეტიკეტი და ეს მრავალფეროვნება მისასალმებელია. ასეთი მდგრადობა ამ დარგს არ ჰქონია გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ. ჩვენ უკვე საერთაშორისო დონეზე აღიარებული ვართ. ის გამოფენაც, რომელიც ბორდოში იყო, არის სიმბოლური დადასტურება, რომ საქართველო გამორჩეული ღვინის კულტურის ქვეყანაა და ამას იზიარებს ბევრი სხვა იმპორტიორი ქვეყანა. პირველ რიგში სამხრეთ აღმოსავლეთის ქვეყნები. ამერიკის შეერთებული შტატებია ჩვენი ახალი მნიშვნელოვანი მიმართულება და ეს არის სასიხარულო ფაქტი, რომ მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელიც კერძო სექტორთან იყო შეჯერებული, მივაღწიეთ იმას, რომ ქართული ღვინო წარმატებულია. წელს საექსპორტო მაჩვენებლები გვექნება რეკორდული, დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ ამდენი ღვინო არ გაგვიყიდია, არც თანხაში, არც რაოდენობაში. ჩვენი მოლოდინით, 70 მილიონს გადააჭარბებს ექსპორტი საქართველოდან და ეს არც თუ მცირე მაჩვენებლებია. რა თქმა უნდა, ბევრად ჩამოუვარდება საფრანგეთის, ან იტალიის მაჩვენებლებს, რომელიც მსოფლიოში ექსპორტის ნახევარს აწარმოებენ, მაგრამ ეს არის მონაცემები, რომელიც ბევრი წარმატებული ღვინის მწარმოებელი ქვეყნის მონაცემს აღემატება. ეს არ არის ერთ ბაზარზე, წარმოდგენილია საკმაოდ ფართო გეოგრაფიით", - აღნიშნა დავითაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)