|
2017-10-18 17:32:32, 2003 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი, დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა
სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი, არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, ე.წ. „კიბოს რეგისტრის“ დანერგვამდე, საქართველოში წელიწადში დაავადების 7.000-მდე შემთხვევა აღირიცხებოდა, რეალურად კი, 12.000 შემთხვევა იყო, რომელთა რეგისტრაციაც არ ხდებოდა. „ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა პრობლემების მიჩქმალვა, პირიქით - რეალური ამოცნობები ძალიან მნიშვნელოვანია. 2015 წელს ჩვენ შევცვალეთ სიმსივნური დაავადებების რეგისტრაციის სისტემა და დავნერგეთ თანამედროვე - ე.წ. „კიბოს რეგისტრი“. თუ იქამდე წელიწადში აღირიცხებოდა 7.000-მდე შემთხვევა, ჩვენ ყოველ წელს მოგვდიოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეტყობინება, რომ მონაცემები ბევრი კომპონენტის მიხედვით, არარეალური იყო და სინამდვილეში წელიწადში 12.000-ს უტოლდებოდა. კიბოს რეგისტრის დანერგვამ იმ წელსვე აჩვენა თითქმის 11.000 შემთხვევა, ანუ ჩვენი ამოცნობის და რეგისტრაციის სისტემა დაზუსტდა და მიუახლოვდა რეალურს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო არა 7.000 არამედ, სამწუხაროდ, 12.000 შემთხვევა, რომელთა რეგისტრაცია არ ხდებოდა. სიკვდილის დაუზუსტებელი მიზეზების ნაწილი იყო ძალიან დიდი, რაც მნიშვნელოვნად შემცირდა. აი, ეს არის მთავარი მიზეზი და არა ის, რომ რეალურად გაიზარდა კიბოს შემთხვევები. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა - ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდად ვიყოთ და არაფერი ვაკეთოთ იგივე, მაგალითად, ეკოლოგიის მიმართულებით“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)