08:42 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 11:19:48, 2205 ნახვა

პოლიტიკა
ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება,  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გახსნის.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები მოაწყობენ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის პრეზენტაციას, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები („საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლები).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics