|
2017-10-16 18:05:51, 2222 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესმენებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ინოვაციებზე, ტურიზმზე, ტრანსპორტისა და აეროპორტების განვითარებაზე, საჰაერო ფრენებზე, ქონების მართვასა და სტრუქტურულ რეფორმებზე - მათ შორის საპენსიო რეფორმაზე და კაპიტალის ბაზარზე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე, ექსპორტის წახალისებასა და ბიზნესსახლის პროექტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შეხვედრისას ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს. ,,ქონების მართვის მიმართულებით იყო ძალიან ბევრი შეკითხვა. ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე და საერთოდ ექსპორტის წახალისების და სავაჭრო დეფიციტის გამოსწორების სხვადასხვა მექანიზმებზე. ვისაუბრეთ ბიზნეს სახლის პროექტზეც, რომელიც ითვალისწინებს ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით კომპანიებისთვის 600 ციფრული სერვისის მიწოდებას. ვისაუბრეთ იმ ინოვაციებსა და რებრენდინგზე, რომელიც დღეს ,,აწარმოე საქართველოში’’ ხდება, ასე რომ, მოვიცავით ყველა ის საკითხი, რაც ეხება სამინისტროს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეხვედრას საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრა დადებითად შეაფასა. ,,ჩვენ აქტიურ მხარდაჭერას ვუცხადებთ ეკონომიკის სამინისტროს. ვხედავთ, რომ კერძო სექტორის და ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობა რეალურ შედეგებს გამოიღებს როგორც ეკონომიკის ზრდისთვის, ასევე მომავალში ეკონომიკის განვითარებისთვის’’- განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ. მისივე თქმით, შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად ხდება მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს და შესაძლებლობებს აძლევს ქართველ მეწარმეებს. ,,ვისოლი ჯგუფის’’ დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის შეფასებით, შეხვედრაზე გაჟღერდა კონკრეტული სიახლეები და ინოვაციური იდეები. ,, ვფიქრობ, ყველა ძალიან კმაყოფილი იყო დღევანდელი შეხვედრით. საბოლოო ჯამში, ამ შეხვედრების შედეგად უფრო პრაგმატული და ეფექტური ხდება ჩვენი საქმიანობა, ადვილად ხდება პრობლემის გადაწყვეტა და ვიღებთ სრულ ინფორმაციას, რა ხდება ქვეყანაში და კონკრეტულად, ქვეყნის ეკონომიკაში“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ .
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)