07:34 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-15 18:36:07, 1975 ნახვა

პოლიტიკა
დავით უთმელიძემ იმედაშვილის ქუჩის მოსახლეობას საბურთალოზე დაგეგმილი პროექტები გააცნო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე იმედაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და საბურთალოს განვითარების გეგმები, მათ შორის ყაზბეგის გამზირზე არსებული ე.წ “წითელი ბაღის” რეაბილიტაციისა და გაგარინის მოედანზე დაგეგმილი ესტაკადის პროექტები გააცნო.

 საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, კახა კალაძის პროგრამული ხედვა და მისი შემადგენელი შვიდი პოლიტიკა ყველა იმ საკითხს მოიცავს, რომელიც თბილისელებისთვის პრიორიტეტულია, შესაბამისად, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში არსებული გამოწვევების საპასუხო ღონისძიებები განხორციელდება.

„ამ საკითხების გადაჭრაში და ქვეყნის განვითარებაში თითოეულ ჩვენგანს საკუთარი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია გავაკეთოთ სწორი არჩევანი და მხარი დავუჭიროთ დედაქალაქის განვითარების რეალურ გეგმას, რომელიც არ დარჩება მხოლოდ დაპირებად“, - განაცხადა დავით უთმელიძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics