|
2017-10-15 15:32:30, 2051 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სარეიტინგო კომპანია „სტანდარდ ენდ ფუარსის” წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „სტანდარდ ენდ ფუარსის" წარმომადგენელს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილეს. უწყების ცნობით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა სარეიტინგო სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმები. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთა განათლებისა და სივრცითი განვითარების რეფორმებზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა იმ დადებით ტენდენციებზე, რომლებიც არსებობს საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც საქართველოს აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ლარიზაციის 10-პუნქტიან გეგმასა და მის შედეგებზე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. მისი განცხადებით, 2017 წელს დოლარიზაციის მაჩვენებლებს შემცირების ტენდენცია აქვს, რაც დადებითი მოვლენაა. სექტემბრის მდგომარეობით, დეპოზიტების დოლარიზაცია წლის დასაწყისიდან შემცირდა 6 პროცენტული პუნქტით 65%-მდე, ხოლო სესხების დოლარიზაცია შემცირდა 9 პროცენტული პუნქტით 56%-მდე. ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია შემცირდა 12 პროცენტული პუნქტით 46%-მდე. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე. ცნობისთვის, დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)