|
2017-10-15 15:09:25, 1851 ნახვა
კომენტარი
უდუმაშვილი: თბილისმა უნდა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები, რომელიც საკრებულომ ივანიშვილს დაუკანონა
„თბილისმა უნდა დაიბრუნოს ის დაკარგული ტერიტორიები, რომელიც საკრებულომ ბიძინა ივანიშვილს დაუკანონა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განუცხადა. უდუმაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ გაჩერდება, სანამ საბოლოო მიზანს არ მიაღწევს. „ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ. თბილისი დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი მრავალრიცხოვანი და ხმამაღალი აქცია“, - განაცხადა უდუმაშვილი. აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ მსვლელობით პუშკინის სკვერისკენ მიემართებიან. ასევე, შესაძლოა, მათ მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლონ. შეგახსენებთ, საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად გადაეცა საკუთრებაში. ხოლო, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდა. ორივე კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. კერძო კომპანიისთვის 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა მის საკუთრებაში არსებული სასტუმროსათვის დამატებით მიწისქვეშა 30 ავტოსადგომის მოწყობის მიზნით მოხდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)