|
2017-10-13 13:02:36, 2111 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში 3 ბრალდებული დამნაშავედ სცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ს.ყ. და გ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, ხოლო თ.ქ. სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ", მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 იანვარს, ქ. ბათუმში, ადლიის ქ. მიმდებარე ტერიტორიაზე ს.ყ. გ.ა.-სთან და თ. ქ.-სთან ერთად თავს დაესხა შ.პ.ს „იალჩინ მარკეტ"-ის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურეობრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. თავდამსხმელებმა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, აღნიშნული პირები იმავე ავტომანქანით ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც დანით და ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შ.პ.ს „იალჩინ მარკეტ"-ის კუთვნილ 148,546 ლარს და მარკეტის თანამშრომელთა პირად ნივთებს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა გ.ა. ქ.ფოთში, ხოლო ს.ყ. ქ.ბათუმში 19 იანვარს დააკავეს. რაც შეეხება თ.ქ.-ს, იგი 21 იანვარს ქ. ბათუმში იქნა დაკავებული. ს.ყ.-ს და გ.ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), ხოლო თ.ქ.-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ", მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით). ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.ა.-ს და თ.ქ.-ს 8 წლითა და 6 თვით, ხოლო ს.ყ.-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)