|
2017-10-13 12:05:36, 1918 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესში შეხვედრები გამართა, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველო-ამერიკის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, აგრეთვე ის დახმარება, რაც შეიძლება აშშ-ის ხელისუფლებამ, მათ შორის, კონგრესის ჩართულობით აღმოუჩინოს საქართველოს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე ამერიკული მხარის წარმომადგენლები გამოხატავდნენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და გატარებული დემოკრატიული რეფორმებისადმი. პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრებზე კონგრესმენებს ჩარლზ ალბერტ დაჩ რუპერსბერგერს, პეტერ ვისკლოსკის, ჰალ როჯერსს, სანფორდ ბიშოფს, დინა ტიტუსსა და დევიდ პრაისს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი გაწეული დახმარებისთვის. პირველმა ვიცე-პრემიერმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონგრესის წევრებს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, მათ შორის, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კონგრესის წარმომადგენლების ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდა უნდა დააჩქაროს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, რომელთა ორმხრივ ფორმატში გადაწყვეტა საქართველოს მის წინაშე დასმული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში დაეხმარება. შეხვედრებს დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. (NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)