|
2017-10-12 16:25:18, 2097 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მთავარ მომლაპარაკებელს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან მთავარ მომლაპარაკებელ სარა კროფტს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (ბრექსიტის) პროცესიდან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთისთვის წარმოიშვა საჭიროება, ევროკავშირის მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებები გადატანილ იქნას ორმხრივ ფორმატში, მათ შორის განსაკუთრებით აქტუალურია პარტნიორ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნება. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვას როგორც საქართველოსთვის, ასევე დიდი ბრიტანეთისთვის. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, შენარჩუნდეს ორმხრივი ურთიერთობის ის დონე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ ნაწილით. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ამ ტიპის კონსულტაციების გამართვას რეგიონის სხვა ქვეყნებთანაც აპირებს, საქართველოში მთავარი მომლაპარაკებლის ვიზიტიც ამ პროცესის ნაწილია. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნების მიზნით მხარეთა შორის ტექნიკური კონსულტაციები დაიწყება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 23-24 ოქტომბერს ლონდონში ტარდება ქართულ-ბრიტანული პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ რიგით მეოთხე შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაგრძელდება ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით დაწყებული დიალოგი.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)