|
2017-10-12 12:16:08, 2046 ნახვა
კომენტარი
რამიშვილი: ირაკლი მამალაძეც დაკითხონ, იქნებ მას ჩაუვარდა ეს ყველაფერი ხელში
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ როცა საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გაუგებარია რატომ ხდება მათი დაკითხვა. ის არ გამორიცხავს, რომ საქმე ადვოკატების წინააღმდეგ შემოატრიალონ. „ეს მიზანმიმართულია იმისკენ, რომ ნებისმიერ წყაროს, რომელიც მედიისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციას ფლობს, შიში გაუჩნდეს, რომ სადაც ადვოკატების მიმართ ახორციელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, ვინ ვარ მე. როცა ვთქვით, რომ ჩვენებები არ იქნება ჩვენგან, ითხოვენ მაგისტრი მოსამართლის ჩართულობას. კანონმდებლობა გვავალდებულებს, რომ კონფიდენციალობა დავიცვათ, ჩემდა გასაკვირად, ირაკლი მამალაძე წინასწარ აჟღერებდა, თუ რა მოქმედებები მიმდინარეობდა პროკურატურაში, ირაკლიც დაკითხონ, იქნებ, ირაკლის ჩაუვარდა ეს ყველაფერი ხელში“,-აცხადებს რამიშვილი. შეგახსენებთ, პროკურატურამ, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო. „ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია-საშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებულია გამოძიება. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“,-აღნიშნავენ მთავარ პროკურატურაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)