|
2017-10-12 10:00:52, 1920 ნახვა
კომენტარი
„ქართული მხარე მზადაა, გააფორმოს კონტრაქტი შვეიცარულ კომპანიასთან და რუსეთის მხრიდან შესაბამის ნაბიჯებს ელოდება“
„საქართველო უკვე დიდი ხანია მზად არის სრულად შეასრულოს 2011 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გააფორმოს ხელშეკრულება იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელ შუამავალ, ნეიტრალურ, შვეიცარულ კომპანიასთან“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ “საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით ხელშეკრულების შესრულებისთვის აუცილებელია ყველა მხარის სრული თავსებადობა 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმებულ ზემოთ ნახსენებ შეთანხმებასთან, "საქართველოს მოლოდინია, რომ ძირითადი შეთანხმება და იმპლემენტაციის კონტრაქტი შესრულდება ყველა მხარის მიერ, რადგან ცალმხრივად ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია. ჩვენ მოველით, რომ რუსეთის ფედერაცია გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს ამ შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად“ , - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხარემ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაასრულა მუშაობა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ტვირთბრუნვის საბაჟო მონიტორინგზე პასუხისმგებელ ნეიტრალურ კომპანიასთან კონტრაქტის ხელმოწერისთვის.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)