|
2017-10-11 11:17:49, 1640 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: წლის ბოლოს დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სავალუტო ფონდის მისიამ პირველი მიმოხილვა დაასრულა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მაღალი იქნება. პრემიერის შეფასებით, აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ საქართველომ რეგიონში არსებული კრიზისი საქართველომ წარმატებით გადალახა: „საქართველოს ფისკალური მაჩვენებლები არის აბსოლუტურად იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებიც ჩვენ გვქონდა განსაზღვრული. ზრდის მაჩვენებელმა გადააჭარბა დაგეგმილს და ჩვენ წლის ბოლოს გვექნება უფრო მაღალი, ეკონომიკის რეალური ზრდა, ვიდრე იყო დაგეგმილი. ეს არის ძალიან პოზიტიური ახალი ამბავი, რა თქმა უნდა სავალუტო ფონდმაც გადახედა ზრდის მაჩვენებლებს და პროგნოზი აწია 4.3%-მდე. თუმცა ჩვენ კიდევ ცოტა უფრო მაღალ ზრდას ველოდებით წლის ბოლომდე. ეკონომიკურმა გუნდმა, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, იმუშავა ძალიან ეფექტურად, ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად გამოირჩევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი, ფისკალური მენეჯმენტის სისტემით და ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩენ გვაქვს, ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ის კრიზისი, რომელიც იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე რეგიონში, საქართველომ წარმატებით გადალახა და დღეს არის საკმაოდ დიდი გაჯანსაღების ტენდენცია, არა მარტო საქართველოში, რა თქმა უნდა, რეგიონშიც, მაგრამ საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ზრდის მაჩვენებლით და ფისკალური მენეჯმენტის საუკეთესო ხარისხით. რა თქმა უნდა, ეს არის მთავრობის დამსახურება, ასევე ეროვნული ბანკის და კოორდინირებული კარგი მუშაობის”,-აღნიშნა პრემიერმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)