|
2017-10-10 18:28:18, 1931 ნახვა
კომენტარი
ჯიშკარიანი: ესენი პარლამენტის წევრები კი არა, ჩვეულებრივი ხულიგნები არიან
"დღეს თბილისმა კიდევ ერთხელ იხილა ნიკა მელიას , გიგი უგულავას სახე და ამ ორი განაკვეთის-" ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" სახე",-ასე შეაფასა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა დღის განმავლობაში საკრებულოს შენობაში და მის გარეთ განვითარებული მოვლენები. ჯიშკარიანის თქმით, ოპოზიციის მიზანია, საკრებულოსა და პარლამენტის საქმიანობაში დესტრუქცია შეიტანონ: “გუშინ გავაკეთე განცხადება, რომ ხვალ თბილისი კიდევ ერთხელ იხილავს დადგმული შოუს მცდელობას. ის, რაც დღეს აქ მოხდა, იყო ის, რაც უნდა მომხდარიყო. ეს არის ოპოზიციის დღის წესრიგი, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და მისი დანამატების, თუ მარტივ-მამრავლებად დაშლილი პარტიის დღის წესრიგი, რომ ყოველდღე შემოიტანონ დესტრუქცია საკრებულოსა და პარლამენტის საქმიანობაში. ეს არის მათი ყოველდღიური გამოძახილი, ეს არის მათი სახე, რომ ეს ადამიანები არიან დესტრუქციულები და მე 3 წლის განმავლობაში ვერც ერთი სიტყვა, ინიციატივა არ მახსენდება ქალაქისთვის და საზოგადოებისთვის ნათქვამი, რომ ყოფილიყო რაიმე სასიკეთო მათი მხრიდან წამოყენებული. დღეს თბილისმა კიდევ ერთხელ იხილა ნიკა მელიას სახე, გიგი უგულავას სახე, და ამ ორი განაკვეთის, ნაცმოძრაობის და ევროპული საქართველოს სახე. ძალიან გული მტკივა, რომ სხვა ოპოზიციის ნაწილი ამ ადამიანებს კვერს უკრავს, ამ ადამიანების მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენ არაერთხელ გვინახავს, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა სჭირდება თბილისს და გვაქვს ამის ლეგიტიმაცია და მანდატი მოცემული ხალხისგან",-აღნიშნა ჯიშკარიანმა და დასძინა, რომ პარლამენტის წევრების საკრებულოს შენობაში არ შემოშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალიან ლოგიკურია: "ვინაიდან ესენი არ არიან პარლამენტის წევრები, ესენი არიან ჩვეულებრივი ხულიგნები, რომლებიც ჩარჩენილნი არიან წარსულ დროში, აქედან გამომდინარე, არ მივცემდით მათ საშუალებას, რომ აქ მოეწყოთ დემარში და შოუ, რომელსაც ისინი რამდენიმე ხანია აწყობენ. 29 სექტემბერს ჩვენ ყველამ ვნახეთ, წინა საკრებულოს სხდომაზე , როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" დარბაზში ძალადობით და დედის გინებით ცდილობდა თავის დამკვიდრებას და ზალიკო უდუმაშვილის გაქაჩვას რუსთავი 2- თან ერთად სხვათაშორის. ამის საშუალებას ვერც ე.წ პარლამენტარებს მივცემთ, ვერც სხვას. ესენი არიან ჩვეულებრივი ხულიგნები და ონავარი ბავშვებივით იქცევიან ,რომლებიც არიან ორიენტირებული მხოლოდ გაფუჭებაზე, საზოგადოების და ქალაქის დაზიანებაზე",-განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)