|
2017-10-07 15:12:28, 1949 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია და გიორგი კვირიკაშვილი „ახალ ტფილისში“ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ
თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, „ახალ ტფილისში“ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. სპეციალურად „თბილისობის“ დღესასწაულისთვის განახლებულ აღმაშენებელზე ქართული მარკების გამოფენა მოეწყო. ძველი ფოსტის შენობის გასწვრივ 4 საფოსტო ყუთის ექსპოზიცია დამონტაჟდა, რომლებიც ერთმანეთთან ეპისტოლარული ხაზებით არის დაკავშირებული და წარმოსახვით ღია ბარათებისა და წერილების მიმოქცევის იმიტაციას ქმნის. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი გახლავთ 30 ქართული მარკა 1918 წლიდან - დღემდე. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში „ახალ ტფილისში“ საბავშვო-გასართობი აქტივობები მიმდინარეობს. განახლებულ აღმაშენებელზე საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და ცნობილი შეფ-მზარეულების პერფორმანსი ეწყობა. ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება კი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით მიმდინარე მსვლელობა/პერფორმანსი „მექანიკური სიზმარი“ გახლავთ, რომლის ფარგლებშიც განახლებულ აღმაშენებელზე ზღაპრული, მექანიკური კონსტრუქციები გახლავთ განთავსებული. ასევე სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მომზადდა მექანიკური კოსტიუმები. მექანიკური კონსტრუქციები მოიცავს რკინის „ცათმფრენს“. ასევე ზღაპრული დეკორის მქონე ხუთბორბლიან, 1,5 მეტრიან ველოსიპედს. „მექანიკური სიზმრის“ ავტორი უტა ბექაიაა. პერფორმანსის ნახვა მსურველებს 20:00 საათამდე შეეძლებათ. 20:00 საათზე კი, თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ კონცერტს გამართავს, სადაც სიმღერები ორკესტრის მრავალფეროვანი საკონცერტო რეპერტუარიდან იქნება წარმოდგენილი.
(NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)