|
2017-10-07 15:05:20, 2321 ნახვა
სამართალი
მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის და მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული დ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი). „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის ივნისში, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.მ.-მ ნასვამ მდგომარეობაში ქ ზესტაფონში, საკუთარ სახლში არასრულწლოვან შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო 2017 წლის ივნისსა და ივლისში, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა მეუღლეს. დ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, 2 ეპიზოდი ) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, (ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა) წარედგინა და სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო - 4000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დ.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)