|
2017-10-06 15:28:09, 1886 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციისა და პრეზიდენტისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის მოვამზადეთ
„ჩვენ მოვამზადეთ ეს გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციური პარტიებისთვის, ან საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომელიც ოპოზიციაშია, არამედ ეს გემრიელი ნამცხვარი მოვამზადეთ ქართველი ხალხისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიის მსგავსად, პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსესუსის არ არსებობის გამო, სინანულს გამოთქვამს მმართველი გუნდიც. „ვენეციის კომისია საუბრობს კონსესუსის შესახებ და სინანულს გამოთქვამს, რომ არ არსებობს ფართო კონსესუსი კონსტიტუციის შესახებ. ამის შესახებ ჩვენც სინანულს გამოვთქვამთ. რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსესუსი ყოფილიყო მიღწეული. როგორც იცით, ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციაშია 2014 წლიდან, მხარს არ უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ჩვენ მოვამზადეთ ძალიან გემრიელი ნამცხვარი, თუმცა, მისი დაგემოვნება არავის უნდა - ოპოზიციურ პარტიებსა და პრეზიდენტს. პასუხი ძალიან მარტივია: ჩვენ მოვამზადეთ ეს გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციური პარტიებისთვის, ან საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომელიც ოპოზიციაშია, არამედ ეს გემრიელი ნამცხვარი მოვამზადეთ ქართველი ხალხისთვის და ქართველი ხალხი ისარგებლებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სოციალური სახელმწიფოს უფრო ძლიერი გარანტიებით. ქართველი ხალხი ისარგებლებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ძლიერი გარანტიებით, უფრო ძლიერი პარლამენტით და საპარლამენტო ოპოზიციით, რაც გარანტირებულია კონსტიტუციის ახალი რედაქციით, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უფრო ძლიერი გარანტიებით, ადგილობრივი თვითმმართველობის უფრო ძლიერი გარანტიებით და ასე შემდეგ. კონსტიტუცია ნამდვილად აუმჯობესებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)