00:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 11:34:42, 2367 ნახვა

სამართალი
ძვირფასი ქვებისა და ოქროს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის ფაქტზე 3 პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით,  სამი პირი პასუხისგებაში  მისცეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი “სადახლო - საავტომობილო“- ს გავლით, ბრალდებულმა საბაჟო კონტროლისგან მალულად, სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე  871 ერთეული ბრილიანტის თვალი შემოიტანა.  ხოლო, ორ შემთხვევაში,  საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ბრალდებულები  საერთო ჯამში, 900 გრამი ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული  ოქროს ნაწარმის და ძვირფასი ქვების   საერთო საბაჟო ღირებულება  61 171 ლარს შეადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 - დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics