08:58 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 16:21:56, 809 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ ხადურმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

უწყების ინფორმაციით, მხარეებს შორის დიალოგისას, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თბილისში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ოფისის გახსნის მნიშვნელობას როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკის მხრიდან სწორედ თბილისიდან მოხდება რეგიონული პროექტების განხორციელება. რეგიონული ოფისის გახსნით, შესაძლებელი იქნება EIB-ის გააქტიურება საინვესტიციო პროექტების დაფინანსების კუთხით როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.

„ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც წარმოადგენს ევროგაერთიანების ბანკს, პირველ ეტაპზე დაფარავს კავკასიას, ხოლო შემდეგ იგეგმება მისი გაფართოება სხვა ქვეყნებში.  დღევანდელი ღონისძიებით დადასტურდა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს რეგიონული ჰაბის, რეგიონული ცენტრის ფუნქციას. აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკს ნახევარ მილიარდ ევრომდე აქვს ინვესტირებული საქართველოში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის გახსნა თბილისში, ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების მოზიდვას, ამავე დროს, ასეთი ტიპის ღონისძიებების საშუალებით, იზრდება საქართველოს ცნობადობა და უცხოელი ინვესტორების დაინტერესება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

„საქართველოში ჩვენი ჩამოსვლის მიზეზი ნათელია - თქვენი ქვეყანა არის რეგიონული ჰაბი და ჩვენი წარმომადგენლობის გახსნა თბილისში ამის დადასტურებაა. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროპასთან ურთიერთობის ნათელი პერსპექტივა და დიდი პოტენციალი ბიზნესის განვითარების კუთხით. ჩვენი წარმომადგენლობა თბილისში შესაძლებლობას აძლევს სამთავრობო და კერძო სექტორს, უკეთ გამოიყენონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერსპექტივა. ფინანსთა სამინისტრო ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ შევთანხმდით იმ პრიორიტეტებზე, რომელსაც მხარს ვუჭერთ: ესაა ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მუნიციპალური განვითარება, სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო ბიზნესი. ევროპის საინვესტიციო ბანკი მომავალშიც მზადაა აქტიური დახმარება გაუწიოს ჩვენ პარტნიორ ქვეყანას“, -   აღნიშნა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა.

შეხვედრაზე ასევე საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და ქვეყნის დახმარების გაგრძელების სამომავლო პერსპექტივა განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics