|
2017-10-05 10:51:44, 2124 ნახვა
სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებული გ.რ. დამნაშავედ სცნო. ინფორმაციად მთავარი პროკურატურა ავრცელებს. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ.რ.-მ ქ. თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ზ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, მოკვლის განზრახვით დანით კისრის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობის შედეგად ნ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა, გ.რ.-მ გვამი წყლით სავსე აბაზანაში ჩააგდო, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ.ზ.-ს ბეჭედს და საბანკო პლასტიკურ ბარათს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.რ. 2017 წლის 20 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა) წარედგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.რ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)